ანტისანიტარიის გამო, გუდაუთაში ადგილობრივებმა სასტუმრო „როსიას“ საკანალიზაციო სისტემა გადაუკეტეს
15/07/2024
17:27
კონფლიქტები
A-
+A
ანტისანიტარიის გამო, გუდაუთელებმა სასტუმრო „როსიას“ საკანალიზაციო სარქველი ჩაკეტეს და საკანალიზაციო არხები გადაკეტეს.
ადგილობრივების თქმით, სასტუმროდან ნარჩენები ზღვაში ჩაედინებოდა სანიაღვრე სისტემით. გარდა ამისა, ადგილობრივი მდინარე სერიოზულად იყო დაბინძურებული. სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრებლებმა არაერთხელ მოუწოდეს სასტუმროს მენეჯმენტს სიტუაციის გამოსწორებისა და შენობაში დასუფთავების მოწყობილობების დამონტაჟებისკენ, თუმცა მეპატრონეებმა ეს მოწოდებები უგულებელყვეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სიტუაციის გამოსწორებამდე სასტუმროს მენეჯმენტმა ნარჩენების სპეციალური ტრანსპორტით გატანა გადაწყვიტა.
სასტუმრო „როსია“ რუსეთში მცხოვრებ ინვესტორს მიხეილ სიჭინავას ეკუთვნის.
0
0
315
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%