24/11/2023
13:59
მედიცინა
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტიბიოტიკების ერთმა დოზამ წელიწადში, შეიძლება, სეფსისის რისკი 70%-ით გაზარდოს - წერს გაზეთი Telegraph მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით.
„მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა 250 000 პაციენტზე, რომლებსაც განუვითარდათ სეფსისი 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე და შეადარეს ისინი 1,3 მილიონ ადამიანს, ვისაც ეს დაავადება არ ჰქონდა. მათმა კვლევამ აჩვენა: რომ პაციენტები, რომლებმაც გაიარეს ანტიბიოტიკების კურსი ერთი წლის განმავლობაში, ორი კვირის ხანგრძლივობით, სეფსისის განვითარების ალბათობა 70%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათ, ვისაც ანტიბიოტიკები არ მიუღია“ - წერს გაზეთი.
ბრიტანეთში ყოველწლიურად აღირიცხება სეფსისის დაახლოებით 250,000 შემთხვევა, დაახლოებით 50,000 ადამიანი იღუპება ინფექციით. მეცნიერთა აზრით, ექიმებმა ანტიბიოტიკების გამოწერა უფრო ხშირად დაიწყეს კოროვირუსული პანდემიის შემდეგ. ანტიბიოტიკების წელიწადში რამდენიმეჯერ მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რისკს. სეფსისი შეიძლება დაიწყოს მცირე ბაქტერიული ინფექციით და ძნელია დიაგნოსტიკა, რადგან სიმპტომები საკმაოდ შეუმჩნეველია: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ქოშინი - განმარტებულია პუბლიკაციაში.
სეფსისის განვითარების რისკი ასევე იზრდება სხვა ფაქტორების გამო. მათ შორისაა კიბო, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, ნევროლოგიური დაავადებები, ჭარბი წონა და სიბერე. სოციალურ სტატუსს ასევე აქვს მნიშვნელოვანი როლი: საზოგადოების დაუცველი ფენის ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან დაავადების განვითარების მიმართ - ნათქვამია მასალაში.
0
0