მილიონ მოსახლეზე „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობა რეგიონში ყველაზე მაღალი საქართველოშია - NCDC-ის ანგარიში
05/11/2021
12:15
საზოგადოება
A-
+A
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, მილიონ მოსახლეზე „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობა რეგიონში ყველაზე მაღალი საქართველოშია.
„კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მლნ მოსახლეზე საქართველოში 2 399-ს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „კოვიდ-19“ საქართველოში (მეშვიდე გადახედვა)“, რომელიც ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, რომელიც პირველ ოქტომბრის მონაცემებს ასახავს, აღნიშნული ინდიკატორით საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, მას უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
საქართველოზე უკეთესი მონაცემი აქვს აზერბაიჯანს, თურქეთს და სომხეთს.
0
0
360
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%