01/10/2024
17:15
სპორტი
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ინიესტა ინფორმაციას ოფიციალურად სიმბოლურად 8 ოქტომბერს გააჟღერებს. ის „ბარსელონაში“ კარიერის მანძილზე სწორედ ამ ნომრით თამაშობდა.
ესპანური ფეხბურთის გრანდში ფეხბურთელმა 674 მატჩი ჩაატარა, 57 გოლი გაიტანა და 135 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან ერთად მან ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ცხრაჯერ ლა ლიგა მოიგო.
ანდრეს ინიესტა ესპანეთის ნაკრების ისტორიაშიც სამუდამოდ შევიდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნიდერლანდებთან გატანილი გადამწყვეტი გოლით. „ფურია როხას“ მაისური მან 131-ჯერ მოირგო და მუნდიალთან ერთად, ორჯერ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
40 წლის ფეხბურთელი ბოლოს არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდში, „ემირატებში“ თამაშობდა.
0
0