09/02/2022
12:30
სამართალი
როგორც მან განმარტა, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურდა, თუმცა, ის „აოქრთლდა“.
გარდა ამისა, სააკაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან ამინდზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ის რეალურად არაფერს წყვეტს.
„თქვენ რა იცით, ანდჟეი დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვედროდა. სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს. მან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ, ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024