ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან⛸️
10/01/2024
18:11
სპორტი
A-
+A
ლიეტუვას ქალაქ კაუნასში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრი სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იღებდნენ მონაწილეობას.
ქართულმა წყვილმა პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და 71.30 ქულა მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის დასაკავებლად. თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები 11 იანვარს შეასრულებენ.
დღესვე, რამდენიმე საათში მოკლე პროგრამას კაცები შეასრულებენ, რა დროსაც ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნიკა ეგაძე იასპარეზებს.
0
0
649
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%