29/10/2024
19:20
სპორტი
24-27 ოქტომბერს ქალაქ რიგაში გაიმართა, ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ბარბარე სიხარულიძე, ანდრია ჩხარტიშვილი, ლუკა სიჭინავა, აკაკი გაბიცინაშვილი და ანასტასია ჩხარტიშვილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილებას.
19-წლამდელ გოგონათა შორის მონაწილეობდა ანასტასია ჩხარტიშვილი, რომელიც 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში, რომელსაც ევროპის ფარგლებში სარეიტინგო ტურნირის სტატუსი ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა ევროპის 13 ქვეყნის (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთ და სხვ.) 200-მდე ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში
ჩვენმა 13-წლამდე ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელებმა, ბარბარე სიხარულიძემ და ანდრია ჩხარტიშვილმა, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირში საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს – მე-11 ადგილი ევროპის 48 პრეტენდენტს შორის. აღსანიშნავია, რომ ანდრია ჩხარტიშვილს შედეგიანი თამაშისთვის ტურნირის ორგანიზატორის განსაკუთრებული გადაწყვეტილებით 19-წლამდელებში თამაშის უფლება დართეს, სადაც მან 40 მონაწილეში 21 ადგილი დაიკავა, საინტერესო და სანახაობრივი თამაშის ჩვენებისთვის კი სამახსოვრო სუვენირიც გადაეცა. ლუკა სიჭინავა, რომელიც ასევე პირველად მონაწილეობდა ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო ტურნირში 15 წლამდელებში 29-ე ადგილს დასჯერდა, ხოლო 19- წლამდელებში 22-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება აკაკი გაბიცინაშვილის გამოსვლას, მან საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილი დაიკავა.
ანასტასიამ ჯგუფი ოთხიდან ოთხი მოგებით დაასრულა და პირველი ადგილით გადავიდა 1/8-ფინალში. ფინალში ანასტასიას ელოდებოდა ძლიერი მეტოქე ლიეტუვიდან სმილტე მოლკუნაიტე, რომელმაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ესტონელი ირინა ლიტვინოვა ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
ანასტასიამ ფინალურ შეხვედრაში შთამბეჭდავად ითამაშა და მოწინააღმდეგე მშრალი ანგარიშით, 3-0 (11-8,11-5,11-7) უშანსო დაამარცხა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024