20/10/2024
17:44
საზოგადოება
პირველ რიგში რაც მაქვს სათქმელი, ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე. ბანერზე რა ეწერება და როგორ ეწერება, ამას არა აქვს მნიშვნელობა, თუ 41-ით არაა გაფერადებული. ყველა დანარჩენი ბანერი და პლაკატი არის ყველა ჩვენი ევროპული მომავლისთვის გათვლილი, - ამის შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრობოების ორგანიზებით გამართული მარშის მონაწილემ, აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცოტა დროა დარჩენილი ცვლილებებამდე და თუ ხელს არ გაანძრევენ, მაშინ უშედეგო იქნება გასულ წლის მარტში და 2024 წლის გაზაფხულზე, "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ მათი გამოსვლები.
"მთავარი სათქმელი რაც მაქვს, ის არის, რომ თუ 26-ში ხმას არ ამოვიღებთ, თუკი ამ ხელისუფლებას დავუთმობთ და ეს ადრეც სამწუხაროდ მომხდარა, მაშინ, ჩვენ ცვლილებებს ძალიან დიდი ხნით უნდა დავემშვიდობოთ და იმ ფანჯარას, რომელიც ახლა ღია არის და გვაქვს შესაძლებლობები, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს, თუ დავხურავთ, მაშინ ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება. ახლა გვაქვს ძალიან, ძალიან ცოტა დრო დარჩენილი ცვლილებებამდე და თუ არ გავანძრევთ ხელს, გონებას არ მოვიხმობთ, არ გავალთ დამკვირვებლად და არ მივცემთ არჩევნებში ხმას, თუნდაც დღეს ამ აქციას არ შევუერთდებით და ისევ ჩვენს თავს არ გავამხნევებთ და ერთმანეთს, მაშინ უშედეგო იქნება ყველა ის ბრძოლა, რაც წლის დასაწყისში იყო ან შარშან, მარტის პერიოდში. ამიტომ, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მობილიზება გვჭირდება ჩვენ, ჩვენივე თავის, ფსიქოლოგიის, ფიზიკური ენერგიის, რადგან ყველაფერი ძალიან ძნელი იქნება არჩევნების დღეს, ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ან შამპანურით შევხვდებით რუსთაველზე, ან ფიზიოლოგიურით ხელში, ვნახოთ." - განაცხადა სანდრო ქინქლაძემ
0
0