24/10/2024
10:24
მსოფლიო
ამხანაგი კამალა ჰარისი ხედავს, რომ აგებს და ძალიან აგებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენს არჩევნები მოპარა, ასე რომ, ახლა ის სულ უფრო ამაღლებს თავის რიტორიკას და მიდის იქამდე, რომ მიწოდებს ადოლფ ჰიტლერს და სხვა ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, კამალა ჰარისი აფრთხეს უქმნის დემოკრატიას და არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არასტაბილური და აშშ-ის პრეზიდენტობის თანამდებობისთვის შეუფერებელია. ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია. კერძოდ, CNN-ის მოდერატორის კითხვაზე : „ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია?“ - ჰარისმა უპასუხა: „დიახ, ასე ვფიქრობ“.
მანამდე, ჯონ კელიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო, The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა შეაქო ადოლფ ჰიტლერის გენერლები ერთგულებისთვის. ინტერვიუს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს აბსოლუტურად მცდარია და პრეზიდენტ ტრამპს არასოდეს უთქვამს ეს“.
0
0