09/11/2024
20:29
მსოფლიო
ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, ფლორიდაში მდებარე 48 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის უზრუნველყოფით ითხოვენ.
ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრა შაპირომ ასევე შესთავაზა სასამართლოს შონ კომბსის შინა პატიმრობაში მოთავსება 24-საათიანი მონიტორინგით, მისთვის სავარაუდო მსხვერპლთან ან თვითმხილველებთან კონტაქტის აკრძალვის პირობით.
ცნობისთვის, შონ კომბსი რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეშია, სადაც ის სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნეს-იმპერიას, მათ შორის ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა.
როგორც „როიტერი“ წერს, რეპერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სამჯერ უთხრეს უარი. მოსამართლეები მიუთითებენ, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თვითმხილველებზე.
ამასთან, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა, რომელიც რეპერის სისხლის სამართლის საქმეს ზედამხედველობს, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. შონ კობსი და მისი დაცვის მხარე ითხოვდნენ, რომ ბრალდების მხარეს აკრძალვოდა საქმეზე საჯაროდ საუბარი.
შონ კობსის სასამართლო პროცესი 5 მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.
0
0