05/01/2023
17:46
მედიცინა
ახალი კვლევის თანახად, ამერიკაში ექვს წლამდე ასაკის ბავშვების რიცხვი, რომლებმაც შემთხვევით კანაბისის ტკბილეული შეჭამეს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, შემთხვევების რაოდენობამ 2017 წლიდან 2021 წლამდე 1375%-ით მოიმატა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მომხდარი “გასინჯვების” გამო, 7043 შემთხვევიდან 573 შემთხვევაში ბავშვები ინტესნიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შემთხვევების 97% სახლში მოხდა.
კვლევა სამშაბათს ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნდა. კვლევისთვის ეროვნული მოწამვლების საინფორმაციო ბაზა შეისწავლეს, რომელშიც ამერიკის მასშტაბით ინფექციური საავადმყოფოების ჩანაწერები აღირიცხება.
ექიმი მარიტ ტვიტი, ტოქსიკოლოგი და კვლევის თანაავტორი ამბობს, რომ მისი მიზანი ამ უფრო და უფრო პრობლემური საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო.
კანაბისის ტკბილეული ორცხობილების, შოკოლადების, კანფეტების და სხვა მრავალი სახით იყიდება. კანაბისის ტკბილეული ჩვეულებრივისგან სულ არ განსხვავდება და თავიანთი ფერადი შეფუთვებით ბავშვების ყურადღებას იზიდავენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ შიგნით რა არის.
“თუ ბავშვი კანაბისის დათუნია ჟელიბონების ერთ შეკვრას გახსნის, ალბათ არ გაჩერდება. ბავშვებს უყვართ ტკბილეული. ისინი ერთ შეკვრასაც შეჭამენ და მეტსაც,” - ამბობს ექიმი ტვიტი.
ყველაზე ხშირი შედეგი ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის შენელება იყო, რომელიც ძილიანობით და ლეთარგიული განწყობით ვლიდება. შემთხვევების 36%-ში ბავშვებს უმკურნალეს და გამოწერეს, თუმცა შემთხვევების 2%-ში პაციენტებს მდგომარეობა დაუმძიმდათ. 3000-ზე მეტ შემთხვევაში, ანუ შემთხვევების 70%-ში, ბავშვებს ცენტრალური ნერვული სისტემის შენელების დიაგნოზი დაუსვეს.
შემთხევევები ამერიკაში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვების შემცირებასთან ერთად გაიზარდა. ბოლო 5 წელიწადში შტატების რიცხვი, სადაც მარიხუანას რეკრეაციული მოხმარება დაშვებულია, ორჯერ გაიზარდა - 8-დან 18-მდე.
კანადაშიც იგივე ხდება. 2020 წელს კანაბისის ტკბილეულის ლეგალიზაციის შემდეგ, ონტარიოში, ალბერტასა და ბრიტანეთის კოლუმბიაში კანაბისის მოწამვლის შემთხვევების რაოდენობა კვებეკში დაფიქსირებულ შემთხვევებზე ორჯერ მეტი იყო, სადაც ლეგალიზებული კანაბისის ტკბილეული მხოლოდ ჩირებით შემოიფარგლებოდა.
ზოგ შტატში, მაგალითად ილიონსში, კანაბისის შემცველი ნაწარმის შეფუთვა “ისეთი სურათებითა ან დიზაინით, რომელიც არასრულწლოვანებს მიიზიდავს” ან ჩვეულებრივი ტკბილელის შეფუთვასთან “რაიმე მსგავსების” ქონა არალეგალურია. ზოგი შტატი კანაბისის ტკბილეულში ტეტრაჰიდროკანაბილოლის (THC), ფსიქოტროპული ნაერთის, ნებადართულ შემცველობას ამცირებს. პრობლემა ცხადია - ამ პრობლემის აღმოფხვრა სახელმწიფო დონეზე არ ხორციელდება.
ექიმი ტვიტის რჩევაა, რომ მშობლები ბავშვების წინ კანაბისის ტკბილეულის ჭამას მოერიდონ და ტკბილეული ხელმიუწვდომელ ადგილას შეინახონ.
წყარო: BBC
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0