08/05/2023
08:34
სპორტი
“ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „ფიორენტინასთან“ მოგება პრესკონფერენციაზე შეაფასა და კმაყოფილება ვერ დამალა, რომ მისმა გუნდმა ნეაპოლელებს ბედნიერება მიანიჭა.
„ვგრძნობ სიხარულს, რადგან ყველაზე დიდი განცდა სხვებისთვის ბედნიერების მინიჭებაა. სასიამოვნოა, რომ ამაში მცირე წვლილი შევიტანე.
დღესაც კარგი თამაში ჩავატარეთ იმ დიდებულ გუნდთან, რომელიც კარგად არის მომზადებული. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში ჩანაფიქრი განვახორციელეთ და ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით.
„ნაპოლი“ თანამედროვე და ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს, წარმატება ძლიერი ხასიათისა და მენტალიტეტის შედეგია. ჩვენ მოგვწონდა ის თამაში, რაც ამ სეზონში ვაჩვენეთ.
მომავლის შესახებ იმას ვიტყვი, რომ კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გაძლიერებაზე უკვე მუშაობს, რათა საკადრო საკითხები დროულად გადაწყდეს, გვჭირდება შიდა დისკუსიები, სადაც ყველა იტყვის, რას ფიქრობს. ჩვენი მიზანია, გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
0
0