26/09/2024
17:24
საზოგადოება
საქართველო უნდა ვასახელოო. ამ სიტყვებს მერეც ხშირად ამბობდა და მე გულში მეცინებოდა. ვფიქრობდი, როგორ უნდა ასახელო საქართველო, უპატრონო ხარ, ხელის წამკრავიც კი არავინ გყავს-მეთქი - ამბობს UFC-ის ჩემპიონის დედა, დარეჯან დვალიშვილი ერთ-ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში
ქალბატონი დარეჯანი, მერაბ დვალიშვილის ხასითან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გაჭირვებამ მერაბზე კარგად იმოქმედა, შრომის ფასი გაიგო. ის მებრძოლ პიროვნებად ჩამოყალიბდა
„ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, შვილები სტუდენტები გვყავდა. ერთ დღეს შინ გაღიზიანებული მოვიდა, შავდათუაშვილთან უჭიდავია, ის მორევია, წაუქცევია. მერაბი მაშინ პატარა იყო და ეს ამბავი ძალიან ემოციურად განიცადა. ეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, რომ მისთვის აზრი აღარაფერს ჰქონდა. კიმონოც დარბაზში დაუტოვებია, თავისი ნივთები მიუყრია და წამოსულა. სახლში რომ მოვიდა, სკამს ფეხი მიარტყა, შავდათუაშვილი მომერია და მე საჭიდაოდ აღარ გავალო. მივეფერე, დედიკო, რატომ ნერვიულობ, ჭიდაობაში თუ არაფერი გამოგივა, სხვა საქმეც ხომ შეგიძლია აკეთო, მძღოლობა ისწავლე-მეთქი. ჩემი ჭკუით, დავამშვიდე. გაბრაზებული შემომიბრუნდა; რას ამბობ, ადამიანო, მე საქართველო უნდა ვასახელოო. ამ სიტყვებს მერეც ხშირად ამბობდა და მე გულში მეცინებოდა. ვფიქრობდი, როგორ უნდა ასახელო საქართველო, უპატრონო ხარ, ხელის წამკრავიც კი არავინ გყავს-მეთქი. სულ ეს მიზანი ჰქონდა, სულ წინ ყოფნა უნდოდა. 8 წელი ნაქირავებში ვიცხოვრეთ, იმ გაჭირვებამ მერაბზე კარგად იმოქმედა, შრომის ფასი გაიგო. რომ ხედავდა, ბაზარში როგორ ვწვალობდი, როგორც შეეძლო, მაქსიმალურად მეხმარებოდა, სულ მხარში მედგა. მერაბი მებრძოლ პიროვნებად ჩამოყალიბდა, მხოლოდ ძალა და ბრძოლის ტაქტიკა კი – არა, ფსიქიკაც ძლიერი აქვს და ეს ყველაფერი მის წარმატებას განაპიროებებს”.- ამბობს დვალისშვილის დედა
0
0