26/10/2024
11:36
არჩევნები 2024
მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისთვის, საკუთარ მომავალს წყვეტთ, ჩვენ კი მხოლოდ პირობების შესამოწმებლად ვართ. ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია, ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა, დამკვირვებელმა, ანდრას აურელ ლასზლომ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ყველა პირობა არსებობს.
„ჩვენ ახლახან ვესტუმრეთ საარჩევნო უბანს თბილისში. ბევრი ხალხია, მედიის წარმომადგენლები და მრავალი დამკვირვებელი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. ჩვენ შევძელით გვესაუბრა საარჩევნო პერსონალთან და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებთან. ამ საარჩევნო უბანზე არსებობს ყველა პირობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულად გამოიყურება და ყველა ძალიან მეგობრულია. ჩვენ ვკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეამჩნიეს თუ არა რაიმე დარღვევები, დიდი გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა ანდრას აურელ ლასზლომ.
მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე ადევნებენ თვალს, როგორ მიმდინარეობს ახალი ელექტრონული საარჩევნო სისტემის მუშაობა.
„ყველაფერი ძალიან გამართულად მუშაობს. დღის განმავლობაში სხვა უბნებსაც შევამოწმებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისთვის. თქვენ წყვეტთ თქვენს მომავალს, ჩვენ კი აქ მხოლოდ პირობების შესამოწმებლად ვართ. ამ პროცესს დიდი ყურადღება ექცევა. ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრი ხალხია, პერსონალი ეფექტურად მუშაობს, აძლევს ინსტრუქციებს ხალხს. ამომრჩევლები ძალიან მშვიდად უდგებიან პროცესს. გარემო მშვიდობიანია და ყველაფერი მოწესრიგებულად მიმდინარეობს“, – განაცხადა ანდრას აურელ ლასზლომ.
0
0