10/01/2022
14:24
მსოფლიო
ალმათი საპროტესტო აქციებით გამოწვეული არეულობის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 8000 ადამიანია დაკავებული.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. პროტესტის მიზეზი გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირება იყო. 4 იანვარს, გვიან ღამით, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა; ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა მერიისა და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და ქალაქის აეროპორტი დაიკავეს. 5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გასულ კვირას, ყაზახეთში წესრიგის აღდგენის მიზნით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო კონტინგენტი" გაიგზავნა.
0
0