28/10/2021
11:23
საზოგადოება
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის პრევენციის სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში - ქრისტიან შოენენბერგერმა, აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის (VEBO), არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.
ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება.
პროგრამა ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ, „აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან“ (VEBO) თანამშრომლობითადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით.
0
0