11/10/2024
16:07
სამართალი
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიერ მოგებული საქმე - საუბარი შეეხება ალექსანდრე ჭიკაიძეს და მის სარჩელს TV პირველის წინააღმდეგ. საქმე შეეხება სიუჟეტებს, რომლის მთავარი გმირიც შინაგანს საქმეთა ყოფილმა მინისტრია.
ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ტელევიზიით რამდენიმე დღის განმავლობაში გავიდა არაერთი სიუჟეტი, სადაც საუბარი, მტკიცებით ფორმაში, შეეხებოდა ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომ თითქოს ის იყო "ქოლ ცენტრების" მთავარი ფიგურანტი და რომ ის ქმნიდა თაღლითურ სქემაში მონაწილე კომპანიებს. სასამართლო საქმეს შვიდი თვის განმავლობაში განიხილავდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიას მორალური ზიანის ანაზღაურება და ეთერში გასული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.
"TV პირველმა" ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, თუ რის საფუძველზე გააკეთა ასეთი მძიმე განცხადება და შელახა პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ერთადერთი, რაზეც ისინი აპელირებდნენ, ეს იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენც ძალიან დიდი პატივს ვცემთ ამ უფლებას და ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან პატივსადები უფლება, მაგრამ არ შეიძლება ეს უფლება გაგებული იყოს ისე, რომ ჟურნალისტს ჰქონდეს უფლება, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ადამიანს დააბრალოს სისხლის სამართლის დანაშაულში ორგანიზატორობა. რადგან სიტყვის და გამოხატვის უფლების გარდა, არსებობს ადამიანის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებაც და არ შეიძლება ერთი უფლების ხარჯზე ვაღიაროთ მეორე უფლება," - აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024