08/09/2024
10:13
სპორტი
ერთა ლიგის B1 ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) უკრაინის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, პრაღის „ეპეტ არენაზე“ გაიმართა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა.
49-ე წუთზე ანგარიში უკრაინელმა იუხუმ კონოპლიამ გახსნა, მაგრამ ალბანელებმა ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 54-ე წუთზე არდიან ისმაილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 66-ე წუთზე იასირ ასანიმ სტუმრები დააწინაურა.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ლიდერობენ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში სწორედ ალბანეთთან გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.
0
0