02/10/2024
12:24
საზოგადოება
საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული.
გამოცემა treasurium-ი ბანკნოტზე სიმბოლოდ დატანილი ალავერდის შესახებ წერს და მას აღწერს, როგოც „ქართული ეკლესიისა და ქართული მევენახეობის მუდმივი ურთიერთკავშირის სიმბოლოს“.
„ალავერდის მონასტერი ქართული ეკლესიისა და ქართული მეღვინეობის მუდმივი ურთიერთკავშირის სიმბოლოა. მე-6 საუკუნეში დაარსებული ეს ბრწყინვალე მონასტერი ვენახებით არის გარშემორტყმული. მონასტრის ბერები დღესაც აწარმოებენ ღვინოს მრავალსაუკუნოვან მარანში - ისინი თავდადებით ინარჩუნებენ ამ ტრადიციას. ალავერდის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული ძეგლი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრია.“- წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ალავერდის მონასტერშია აღმოჩენილი მე -11 საუკუნის ღვინის მარანი, რომლის აღდგენა კომპანია „ბადაგონის“ ძალისხმევით მოხერხდა. სწორედ ალავერდის მე- 11 საუკუნის მარანში მზადდება მეღვინეობა „ბადაგონის“ ღვინოები, რომელიც არაერთი საერთაშორისო, უმაღლესი ჯილდოს მფლობელია.
ალავერდის მარანი ქართული ღვინის ისტორია მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით გამოირჩევა.
კომპანია TRESURIUM-ი წერს, რომ “საქართველო - ღვინის აკვანი”, ანუ “ღვინის სამშობლოა” და საკოლექციო ბანკნოტი “ევრო 8000” სწორედ ამ ისტორიული ფაქტების საფუძველზე დაიბეჭდა.
0
0