07/10/2021
14:22
მსოფლიო
„Fat Bear Week“-ის კონკურსში დედამიწის უდიდესი რამდენიმე ათეული ყავისფერი დათვი იღებდა მონაწილეობას. კონკურსი ზამთრის დადგომამდე, ხანგრძლივი ზამთრის ძილის სამზადისის სახით, ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული დათვი, ოტისი 480 (რომელმაც, ასევე 2014, 2016 და 2017 წლებში გაიმარჯვა) ყველაზე დიდი ზომით არ გამოირჩევა და არც ყველაზე ახალგაზრდაა, თუმცა რუხმა „ვეტერანმა“ ადვილად დაამარცხა უფრო მსუქანი დათვები.
ერთკვირიანი კონკურსის ფინალურ ტურში, მსუქანმა „პროფესიონალმა“ დათვი უოლკერი 151 დამაჯერებლად დაამარცხა და კვლავ დაიპყრო „თაყვანისმცემელი საზოგადოების“ გულები. ოტისმა 6,000 ხმა მოიპოვა. პარკის წარმომადგენლების თქმით, დათვი უოლკერი, 453 კგ-ზე მეტს იწონის.
კატმაის დათვები ზაფხულის განმავლობაში წონაში იკლებენ, მაგრამ ზამთრის თვეების წინ ისინი მდინარე ბრუკსთან იკრიბებიან (რომელიც პარკსა და ხეობაში გაედინება) და თავიანთი საყვარელი საკვებით - 4 500-კალორიიანი ორაგულებით იკვებებიან. ზამთრის წინ, დათვები ცხიმის მარაგს იგროვებენ, ზამთრის განმავლობაში კი მას წვავენ; რაც უფრო მეტ ცხიმს დაიგროვებენ დათვები, მით უფრო ჯანმრთელები იქნებიან ზამთრის ძილის დასრულებისთანავე.
ყავისფერ დათვს შეუძლია დღეში 4 კგ-მდე მოიმატოს, ხოლო ზრდასრულ მამრ დათვებს, ზოგადად, 545 კგ-მდე მატება შეუძლიათ.
0
0