22/02/2023
22:33
კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან ალან გაგლოევთან, გაგლოევის კოვიდის დადებითი ტესტის გამო ჩაიშალა.
კრემლში განაცხადეს, რომ მათი შეხვედრა სამომავლოდ გადაიდო.
„მიღებულია გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გაგლოევის მოლაპარაკებების მოგვიანებით გადადების შესახებ, რომელიც ოთხშაბათს იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, მისმა ტესტმა კოვიდზე დადებითი შედეგი აჩვენა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და გაგლოევს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა, რომ გაგლოევის მდგომარეობა სტაბილურია და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იქნება.
0
0