19/11/2024
11:27
პოლიტიკა
ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ასეთ რამეს კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ასევე ბოთლებს ისროდნენ და მათ საღებავს ასხამდნენ.
„ყველაფრის იდენტიფიცირებას მოვახდენთ. არაერთი ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ საქციელს ჩადიან აქციის მონაწილეები. არა მარტო სითხე გადმოასხეს, ბოთლები დააყარეს. თქვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს და სხვათა შორის, გვითხრეს კიდეც. ირონიულად არ უნდა გვეკითხებოდეთ. გული უნდა შეგტკიოდეთ ქართულ პოლიციაზე. ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ასეთ რამეს კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“, - განაცხადა სირაძემ.
მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში სამხრე კამერების ჩანაწერებს აუცილებლად წარადგენს.
„არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, გავაფრთხილეთ, რომ კანონს არღვევდნენ. მეთანხმებით, რომ კანონის დარღვევა ხორციელდებოდა. ქვეყანაში უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი კანონი და ყველა კანონს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა სირაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024