04/09/2023
12:42
ეკონომიკა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა.
ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა.
საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია 46.4 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილი და ყურძენი 12.9 პროცენტით გაძვირდა, თევზეული – 9.7 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.8 პროცენტით. 5.8 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი და კაკაო კი 1.8 პროცენტით.
ამასთან, ფასები -26.3 პროცენტით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, პური და პურპროდუქტები -7.9 პროცენტით გაიაფდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი ფასებმა -0.3 პროცენტით იკლო.
0
0