20/10/2024
18:10
არჩევნები 2024
აღნიშნულ მარშს ისეთი რეიტინგის არ მქონე ორგანიზაციები უერთდებიან, როგორიცაა „თბილისი პარიდი“. მათი განცხადებები ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ იბრძოდნენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, ოჯახების წინააღმდეგ და რა ქმედებები ჰქონდათ წლებს განმავლობაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშზე საუბრისას.
„ზუსტად ეს მათი განცხადება არის მარშის სახე სამწუხაროდ. იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ნეიტრალურები და ობიექტურები და სურვილი აქვთ, რომ ევროპისკენ წავიდეთ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ მარშს შეუერთდეს, ჩვენ შეგვიძლია ყველას მოვუწოდოთ, რომ დაფიქრდნენ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024