30/05/2023
16:04
კულტურა
Reuters-ის ცნობით, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარას უძველეს სამარხში, რომელიც კაიროს სამხრეთით მდებარეობს, მუმიფიცირებისთვის განკუთვნილი უძველესი სახელოსნოები და სამარხები აღმოაჩინეს.
ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, მუსტაფა ვაზირიმ თქვა, რომ სახელოსნოები, სადაც ადმიანებს და წმინდა ცხოველებს მუმიფიცირება უტარდებოდათ, დაახლოებით 2400 წლით (ძვ. წ. 380-343 წწ.) და პტოლემეოსის ეპოქის დროით (ძვ.წ. 305-30 წწ.) თარიღდება.
აღმოჩენა ქალღმერთ ბასტეტის საკურთხევლის მახლობლად მიმდინარე ერთწლიანი გათხრების შედეგია. ეს იგივე ადგილია, სადაც 2019 წელს ასობით მუმიფიცირებული ცხოველი და ქანდაკება აღმოაჩინეს.
"ბალზამირების სახელოსნოები ვიპოვეთ, რომელთაგან ერთი ადამიანებისთვისაა, მეორე კი ცხოველებისთვის. აგრეთვე აღმოვაჩინეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელსაც მუმიფიცირებისთვის იყენებდნენ“, - აცხადებს პრესასთან ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, მუსტაფა ვაზირი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024