04/09/2024
17:12
კონფლიქტები
სოხუმში ოპოზიციონერებისა და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქის“ თავმჯდომარემ ლაშა შამბამ წაიკითხა განცხადება, რომელშიც ბჟანია პასუხისმგებელია რუსეთთან „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გართულებაზე“ და საუბრობს „გადაუდებელი ანტიკრიზისული ზომების“ გატარების მნიშვნელობაზე.
„აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 და მე-17 მუხლით გათვალისწინებული უფლებით ვიწყებთ ზომებს, რომლებიც მიმართულია ბჟანიას უპირობო, ვადამდელი გადადგომისაკენ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, - აღნიშნა შამბა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის ქმედებები „პირდაპირ საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მომავალს“.
შეხვედრაზე მათ ასევე გამოაცხადეს მზადება "ხალხის შეხვედრისთვის".
ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა.
0
0