24/10/2023
11:39
კონფლიქტები
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს „ხელმძღვანელმა“ ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ერთი „მოქალაქე“ უკრაინის ტყვეობაში იმყოფება.
„სამწუხაროდ, არის ასეთი პრეცედენტი. აფხაზეთის მოქალაქე ტყვეობაშია და მის გასათავისუფლებლად სამუშაოები მიმდინარეობს. დონბასში ჩვენი ბიჭებიც მუშაობენ“, - განაცხადა კვიცინიამ 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კვიცინიას თქმით, რომელიც დაინიშნა აფხაზეთის „პრეზიდენტის“ სპეციალურ წარმომადგენლად „რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებთან“ ურთიერთობის საკითხებში, „ასეთი საკითხები, სამწუხაროდ, სწრაფად არ წყდება“.
„ჩვენთანაც და პრეზიდენტთანაც ახლობლები მოვიდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ“, - განაცხადა ლევ კვიცინიამ.
მან არ დაასახელა ტყვედ ჩავარდნილის ვინაობა და არც შემთხვევის გარემოებები.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024