24/06/2024
19:44
კონფლიქტები
აფხაზეთში ამჟამად, დაახლოებით, 120 ათასამდე რუსი ტურისტი ისვენებს. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებში წერია.
ასოციაციის მიერ ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებული რეიტინგით, ზაფხულში რუსების დასასვენებელი პოპულარული მიმართულებების ტოპ 5-ეულში საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს.
ასოციაციის მონაცემებით, აფხაზეთი მეორე ადგილს დიდი უპირატესობით იკავებს. კერძოდ, მიმდინარე ზაფხულს აფხაზეთში რუსეთიდან 1,15 მილიონამდე ტურისტი აპირებს ჩასვლას, რაც რუსების უცხოური მოგზაურობების საერთო რაოდენობის 20%-ია.
მათგან, დაახლოებით, 40% ე.წ. ერთდღიანი ექსკურსიანტია, რომლებიც აფხაზეთში ღამის გათევას არ გეგმავენ. ისინი, ძირითადად, სოჭიდან და ადლერიდან არიან.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024