01/12/2023
19:49
კონფლიქტები
გულრიფშის რაიონში ნიკოლაი სმეცკის სახელობის ყოფილი სანატორიუმის რუს ინვესტორზე იჯარით გაცემა იგეგმება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის, ბესლან კუბრავას განცხადებით, სანატორიუმი „სახელმწიფო ქონების კომიტეტის“ იურისდიქციაშია. ამჟამად შენობა პრაქტიკულად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ კედლები, წერს სააგენტო Apsnypress.
„2011 წელს გადაწყდა შენობის გრძელვადიანი იჯარით გადაცემა. 2016 წელს კი მოიჯარემ უარი თქვა. დიდი ალბათობით, ობიექტი მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ კონტრაქტი გაუქმდა. დაწესებულება დღემდე სავალალო მდგომარეობაშია. არის განმცხადებელი, რომელსაც სურს გრძელვადიანი იჯარით აიღოს ყოფილი სანატორიუმის შენობა, ეს არის რუსი ინვესტორი. მან საწარმო დაარეგისტრირა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში; ეს იყო ჩვენი პირობა, რომ ის აფხაზი ყოფილიყო და გადასახადები გადაეხადა ჩვენს ბიუჯეტში“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი მზად არის და წარედგინა აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრს“, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის პროექტში მითითებული უნდა იყოს ობიექტის აღდგენის მიზანი და დრო.
0
0