27/12/2023
13:20
კონფლიქტები
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტების გამოყენების მცდელობა შეიძლება საგარეო ჩარევის შედეგი იყოს - განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანასტასია უდალცოვამ.
მანვე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მთავარია, შეინარჩუნონ საღი აზრი და არ დაემორჩილონ რაიმე პროვოკაციას და იხელმძღვანელონ მხოლოდ გადამოწმებული ოფიციალური ინფორმაციით.
„ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები თავდაჯერებულად აკონტროლებენ რესპუბლიკის შიდა პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ რუს კოლეგებს. “-აღნიშნა დეპუტატმა.
უდალცოვას მიაჩნია, რომ მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ყოველთვის აგებული იყო თანაბარი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპებზე. მისი თქმით, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში არცერთ ქვეყანას არ მიუღია ისეთი დიდი წვლილი, როგორც რუსეთს.
"ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის რაიმე წინააღმდეგობებზე საუბარი აბსურდია", - მიიჩნევს დეპუტატი.
0
0