24/12/2023
15:33
კონფლიქტები
გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 22 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით, ზუგდიდში მოლაპარაკებები გამართეს ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან.
წყაროს ცნობით, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა.
„უნდა ვთქვათ, რომ მოლაპარაკების ფაქტში ვერაფერს ვერ ვხედავთ სასაყვედუროს. ჩემი შეკითხვა ეხება მხოლოდ აფხაზეთის ხელმძღვანელობის მცდელობას, დაუმალოს ეს ინფორმაცია ხალხს.
თუ ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია შეიცავს უზუსტობას, მაშინ ველოდებით განმარტებას და მზად ვართ გამოვაქვეყნოთ. თუ სანდოა, მაშინ აუცილებელია იმის თქმა, რაზე და რა პირობებში იყო შეთანხმებული, საზოგადოების ზურგს უკან“ - წერს გამოცემა.
0
0