20/02/2023
12:42
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში მიმდინარე ვიზიტის დროს, რუს წარმომადგენლებთან არ განიხილავს აფხაზეთის რუსეთში შესაძლო შესვლის საკითხს. ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს.
„სხვადასხვა პერიოდული გამოცემების პუბლიკაციებში და ინტერნეტ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება ვიზიტის დროს, აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ. სამწუხაროდ, ამ გზავნილების გავრცელება დაიწყო ზოგიერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აფხაზეთშიც“ - ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმში ამბობენ, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა აფხაზეთის კონსტიტუციური წესრიგის შელახვაში“.
„პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და კონსტიტუციის მკაცრი დაცვით, რომლის აღსრულების გარანტიაც თავად არის“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბჟანიას პრესსამსახურმა მოუწოდა მოქალაქეებს, „ყურადღება არ მიაქციონ არასანდო წყაროებიდან მიღებული ცრუ ინფორმაცია“.
0
0