23/12/2022
16:12
კონფლიქტები
თვითგამოცხადებულ აფხაზეთის “რესპუბლიკაში” ადამიანის უფლებათა “კომისარმა” ასიდა შაკრილმა წერილები გაუგზავნა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს წევრებს და ევროკომისიის პრეზიდენტს.
წერილში “ომბუდსმენი” გამოხატავს უთანხმოებას ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულi აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და უკრაინის რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის თვალსაზრისი 30 წლის განმავლობაში გულგრილად იყო იგნორირებული, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ცალმხრივი ხედვა, გაუწონასწორებელი დამოკიდებულება და მისი კონსტრუქციული და სამართლიანი გადაწყვეტის ძიება.
ასიდა შაკრილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი „შეძლებს გამოვიდეს დეზინფორმაციის მანკიერი წრიდან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებასა და ისტორიასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია აფხაზი ხალხის უსამართლო და განუსაზღვრელი დასჯა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერილის მიხედვით, უსამართლობა მუდმივად იქნება წარმოდგენილი ისეთი გადაწყვეტილებების სახით, როგორიც მიმდინარე წლის დეკემბერში იყო მიღებული, „და ეს აუცილებლად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე“.
„ჩვენ ვერ ვხედავთ აფხაზეთის მცხოვრებლების უფლებების აღდგენის სხვა შესაძლებლობას, გარდა ობიექტური ანალიზისა და 1992 წელს აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიასთან დაკავშირებული მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზისა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის საბჭოს აქვს შესაძლებლობა და მექანიზმები ამ ამოცანის შესასრულებლად“, - ნათქვამია “სახალხო დამცველის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
0
0