28/09/2022
16:49
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სოხუმის დე ფაქტო ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა., რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.
,,ჩემს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც გუშინ ვესაუბრე, შევთანხმდით, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“,. - განაცხადა ლუკაშენკომ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა და მჭიდრო უნდა გახდეს. ეკონომიკა, ვაჭრობა ჩვენი ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს. უნდა გადავწყვიტოთ როგორ ვიცხოვროთ მომავალში. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებმა აქ მშვიდად იცხოვრონ. რუსეთი მზად არის, რომ ყველაფერში დაგეხმაროთ, დადგა დრო და მეგობრებთან ურთიერთობები უნდა განვავითაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ასლან ბჟანიას თქმით, სიტუაცია მსოფლიოში საკმაოდ რთულია და ეს „აფხაზეთის თითოეულ მოქალაქეს აღელვებს“. მან, ასევე, განაცხადა, რომ აფხაზეთის მკვიდრები დონბასში იბრძვიან და არიან დაღუპულებიც.
ლუკაშენკო-ბჟანიას შეხვედრის დიდი ნაწილი დახურულ ფორმატში გაიმართა.
ცნობისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკო არაოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს 28 სექტემბერს ჩავიდა.
0
0