27/02/2024
20:29
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, 2024 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბელარუსთან ურთიერთობების გამყარება იქნება. ინალ არძინბას თქმით, დაორგანიზებულია "სახელმწიფოთა" მეთაურების ორმხრივი ვიზიტები.
"ბელარუსის რესპუბლიკასთან სრულმასშტაბიანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ორგანიზებისთვის პირობები თანდათან იქმნება. აფხაზეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია მინსკს ეწვია, შეიქმნა პირობები უწყებათაშორისი დიალოგისთვის ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სფეროებში. მინსკში ოფიციალურად დარეგისტრირდა "აფხაზეთის სავაჭრო სახლი" და აფხაზეთში წარმოებული საქონელი ბელარუსში უბაჟოდ გადის", - თქვა არძინბამ.
ინალ არძინბას თქმით, ბელარუსი ინვესტორების პროექტი მუშავდება, რომლის განხორციელება აღმოსავლეთ აფხაზეთში იგეგმება.
0
0