19/12/2022
00:40
კონფლიქტები
აფხაზეთის თვითგამოცხადებული "რესპუბლიკის პარლამენტის” დელეგაცია ე.წ. “პარლამენტის თავმჯდომარის” ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით, მოსკოვში ჩავიდა ბელორუსიისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2022 წლის 19 დეკემბერს გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, აფხაზეთის “პარლამენტს” ბელორუსიისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 2008 წლის 17 ოქტომბერს მიენიჭა ბელორუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის ოცდამეოთხე სესიის გადაწყვეტილებით, რომელიც მოსკოვში გაიმართა.
მუდმივ დამკვირვებლებს, სტუმრებს, საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის შესაბამისად, უფლება აქვთ სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეისა და მისი კომისიების სხდომებში.
0
0