03/03/2023
12:26
კონფლიქტები
აფხაზეთის შეთავაზებაა, რუსეთთან და ბელარუსთან სამმხრივი საკონსულტაციო მექანიზმების შექმნა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
„სოხუმი-მოსკოვი-მინსკის სამკუთხედი მომავალში შეიძლება გახდეს ეფექტური ინსტრუმენტი მრავალი საკითხის გადასაჭრელად. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამაზე", - განაცხადა არძინბამ.
„მინისტრმა“ დასძინა, რომ მინსკმა დიდი ხანია დაადასტურა დედაქალაქის სტატუსი, სადაც სერიოზული დიპლომატიური საკითხები დაბალანსებულად წყდება.
მისი თქმით, ძნელია ჟენევის განხილვა ნეიტრალურ ადგილად, სადაც მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობებია უზრუნველყოფილი.
„მინსკი შეიძლება გახდეს ასეთი ადგილი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს რუს და ოს ძმებთან ყველა საკითხზე“ - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.
0
0