18/10/2024
11:55
მსოფლიო
„აფრიკის მასშტაბით, „მაიმუნის ყვავილს“ 1,100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემია "უკონტროლოა", რადგან პრევენციული ზომები არ არის მიღებული,“ - განაცხადა აფრიკის კავშირის ჯანდაცვის სააგენტომ.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში, იანვრიდან, აფრიკაში, კერძოდ, ზამბიასა და ზიმბაბვეში, 42,000 შემთხვევა დაფიქსირდა. აფრიკის ქვეყნების რიცხვი, სადაც „მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, 18-მდე გაიზარდა.
„„მაიმუნის ყვავილი“ უკონტროლოდ გავრცელდება, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ „მაიმუნის ყვავილით“ 1,100-მდე ადამიანი დაიღუპა. მთელ კონტინენტზე, კვირიდან კვირამდე უფრო და უფრო მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება”, - განაცხადა აფრიკის კავშირის ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟან კასეამ ონლაინ მედია-ბრიფინგზე.
კასეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაუყოვნებლივ გამოყონ თანხები „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
0
0