10/01/2023
19:50
მედიცინა
ჟურნალ PNAS Nexus-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, კალიფორნიაში ერთ-ერთი აეროპორტის მიმდებარე დასახლებაში, ბავშვებს სისხლში საშუალოზე მეტი ტყვია აღმოაჩნდათ. ვინაიდან დგუშიანი ძრავის მქონე მცრე ზომის თვითმფრინავებში და ვერტმფრენებში ტყვიან ბენზინს აშშ-ის მასშტაბით კვლავ გამოიყენებენ, ეს ფაქტი გასაკვირი არაა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ში ბავშვების საშუალო სისხლის ტყვიის შემცველობამ დაიკო, რადგან საღებავებში, კონსერვებში, საავტომობილო ბენზინში და წყალგაყვანილობაში ტყვიის გამოყენება აიკრძალა. მეცნიერები თანხმდებან, რომ საავტომობილო ბენზინში ტეტრაეთილ ტყვიის, მომწამვლელი ნაერთის, აკრძალვამ ყველაზე კარგად იმუშავა.
თუმცა ტეტრატილ ტყვია კვლავ აქტიურად გამოიყენება საავიაციო საწვავში, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 170 000 დგუშიანი ძრავის მქონე საჰაერო ხომალდს ამარაგებს.
აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს გამოთვლებით, საშუალოდ, აეროპორტიდან 0.8 კილომეტრის რადიუსამდე არეალში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასევე, მსგავსი დაწესებულებების სიახლოვეში საშუალოდ 600-მდე სკოლა მდებარეობს.
როგორ ჩატარდა კვლევა?
მკვლევრებმა კალიფორნიის შტატში შემავალ სანტა კლარას ოლქში, რიდ-ჰილვიუს აეროპორტის მიმდებარედ მაცხოვრებელი 6 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა გამოიკვლიეს. კვლევა 10 წელის გაგრძელდა - 2011-დან 2020-მდე). ამ დროის განმავლობაში, კვლევაში მონაწილე ბავშვებს რეგულარულად უტარდებოდათ სისხლის გამოკვლევები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო ახლოს ცხოვრობდა ბავშვი აეროპორტთან, მით უფრო დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ მას კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სისხლში ტყვიის შემცველობის ზღვარზე - 4.5 მიკროგრამი/დეცილიტრი - მაღალი სისხლის ტყვიის შემცველობა ექნებოდა. დადებითი კორალაცია აღმოაჩინეს დგუშიანი ძრავის მქონე თვითმფრინავების მიერ გამოწვეული საჰაერო დატვირთვას, შესყიდული ტყვიანი ბენზინის რაოდენობასა და სისხლში ტყვიის შემცველობას შორის.
ალბათობა რომ აეროპორტიდან 1.6 კილომეტრის ან მეტის დაშორებით მაცხოვრებელ ბავშვს ზღვარს გადაჭარბებული სისხლის ტყვიის შემცველობა ექნებოდა აეროპორტის 0.8 კილომეტრის რადიუსში მოსახლეებისასაზე 21.4%-ით დაბალი იყო. აეროპორტის აღმოსავლეთით, ბავშვებში ტყვიის შემცველობის ზღვრის გადაჭარბების 2.18-ჯერ მაღალი რისკი იყო.
“ყველა სახის გამოკვლევაში ჩვენ მივაგენით იმის თავსებად საბუთებს, რომ აეროპორტის ახლოს მცხოვრების ბავშვების სისხლში მაღალი ტყვიის დონე ტყვიანი საავიაციო საწვავის წვითა და ნარჩენის გამოყოფითაა გამოწვეული. ეს გვიჩვენებს, რომ საჭიროა იმ ცვლილებების მხარდაჭერა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობის დასაცავად ავიაციის ტყვიის ემისიებს შეამცირებს," - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, სემი ზაჰრანი.
წყარო: Medical Xpress
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0
რუსთავი-გაჩიანის გზასთან ხანძარია
24/11/2024