26/10/2021
12:47
საზოგადოება
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და სააკაშვილისთვის არაფერი უთქვამთ, თუმცა ეთანხმება მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც გაუწევენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.
„ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი. მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის და ა.შ. საღი აზრის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარი ნერვიულობს სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე, სწორედ ამან გამოიწვია, ის ინტერესი, რის გამოც ჩამოდიან საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრს თუ დავუჯერებთ მოშიმშილე ადამიანს მხოლოდ ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ კლინიკაში, ოპერაციის გარეშეც შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდეს, რას ნიშნავს მხოლოდ ოპერაცია თუ ესაჭიროება? 26 დღეა სააკაშვილი შიმშილობს და მაინც ოპერაცია უნდა დასჭირდეს რომ გადაიყვანონ? მისი ჯანმრთელობა კრიტიკულად მძიმე უკვე იყო, როდესაც რეანიმატოლოგებმა გადაარჩინეს მისი სიცოცხლე“, – განაცხადა გელხაურმა.
0
0