28/09/2021
16:58
არჩევნები 2021
მისი განმარტებით, რემოდელირებული კაბინები იმიტირებულ არჩევნებზე დაიტესტა და აჩვენა, რომ ახალი კაბინები სრულად უზრუნველყოფს ხმის მიცემის მაქსიმალურ ფარულობას და აღმოფხვრის ე.წ. კარუსელის შესაძლებლობას.
„რემოდელირებული კაბინების წინა კედელი იქნება დამოკლებული და ის იქნება აღჭურვილი ე.წ დამცავი ფარით. მოვახდინეთ ამ კაბინების იმიტირებულ არჩევნებზე გამოცდა და ვერც ერთი შემთხვევა ვერ იქნა დაფიქსირებული, მათ შორის, ყველაზე კრიტიკული დამკვირვებლების მიერ, სულ რომ კაბინის წინ დადგეს ადამიანი, დაინახოს თუ ვის მისცა ამა თუ იმ ამომრჩეველმა ხმა.
შესაბამისად, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის უზრუნველმყოფელი ხმის მიცემის ფარულობის. მას ამავდროულად, აქვს ის დიდი სიკეთე, რომ ძალიან მანკიერი პრაქტიკა ბიულეტენების გატანისა და შემოხაზული ბიულეტენების შემოტანის ანუ ე.წ კარუსელების, ამომრჩევლების ნების კონტროლის, რომელიც გამოიხატებოდა ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღებაში, რასაც სთხოვდნენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც აშანტაჟებდნენ, ძალადობდნენ ადამიანის ნებაზე, მოისყიდდნენ და შემდეგ დამამტკიცებელ საბუთს სთხოვდნენ, ეს რისკები იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული და ექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
0
0