31/10/2021
15:10
პოლიტიკა
"ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით.
მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს. მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი.
მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს. ოდირის და ეუთოს მიერ ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება. ეს ეხება მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას,"- განაცხადა ალბერტ იონსონმა.
0
0