26/01/2022
10:58
საზოგადოება
„ადამიანებს, რომლებსაც პირველ დეკემბრამდე ჰქონდათ ისტორია, ანუ გადაიტანეს კორონავირუსი, აღრიცხული იყვნენ 112-ში, ონლაინ-კლინიკებში, ან ჰოსპიტალიზებული იყვნენ, გაიტესტნენ რომელიმე ლაბორატორიაში, ან სამედიცინო დაწესებულებაში და მათი მონაცემები არ ფიგურირებს ელექტრონულ ბაზაში, რომელიც საჭიროა მწვანე პასპორტისთვის, შეუძლიათ, ამ მონაცემების საფუძველზე მიმართონ სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ან იმ დაწესებულებას, სადაც მკურნალობა ჩაიტარეს და ყველა, ვინც ამ მონაცემებით პირველ დეკემბრამდე იყო, ბაზაში აისახება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მწვანე პასპორტების შემოღებამდე იყო მსჯელობა, თუ გადატანილის სტატუსი ფიქსირდებოდა ექიმთან, ან 112-ში და ა.შ, მაგრამ ადამიანს ტესტი არ ჰქონდა ჩატარებული, მისცემოდათ თუ არა მათ გადატანილის სტატუსი, მაგრამ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მწვანე პასპორტი მიეცეს მას, ვისაც ტესტირება აქვს ჩატარებული და ეს ელექტრონულ ბაზაში სხვადახვა მიზეზით არ იქნა ატვირთული.
„დღეს ტესტი ითვლება ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად. მომავალში რა იქნება და რა გადაწყვეტილებები მიიღება, ამას ჯერ ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, რადგან ყველაფერს აქვს ზღვრული შესაძლებლობები, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დროებითი ნორმით შევიდა, ხომ არ შეჩერდეს უსიმპტომო ადამიანების ტესტირება, რაც გარკვეულ ჯგუფებს არ ეხება, თუმცა, ჯერჯერობით ეს განხილვის საგანია.
„ეს არ გავავრცელეთ სამედიცინო პერსონალზე, რადგან ყველაზე კრიტიკული პერსონალია და ხშირად შეიძლება, მათი ყოველდღიური ტესტირება დაგჭირდეს, რადგან „ომიკრონის“ ტალღის დროს ყველაზე რთულია ყველაზე კრიტიკული პერსონალის დაინფიცირება. არა მარტო სამედიცინო პერსონალი, არიან იგივე მეტროს მემანქანეები და ა.შ. რომელთა პროფილაქტიკური, პრევენციული კვლევები აუცილებელია. აქედან გამომდინარე, გარკვეული შეხედულებები დღეს წარვადგინეთ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ განხილვის საგანია და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მეექვსე ტალღის პიკში შევიდა, რაც ალბათ, მომავალი ორი-სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კარგავს თუ არა აზრს ყოველდღიური სტატისტიკის საჯარო სივრცეში განხილვა იმ ფონზე, როცა ინფიცირების სტატისტიკა რეკორდულად იზრდება, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო იმ ჩარჩოს მიჰყვება, რასაც ნებისმიერი ქვეყანა, ან საერთაშორისო ინსტიტუცია აკეთებს.
0
0