18/03/2022
17:52
მსოფლიო
პუტინი ამბობს, რომ „ბიჭები სამხედრო ოპერაციის დროს“ გმირულად იქცევიან.
„ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დონბასში, არ დაეთანხმნენ სახელმწიფო გადატრიალებას. მათ წინააღმდეგ მაშინვე დაიწყო სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები, ისინი ბლოკადაში მოხვდნენ, მათ მუდმივად ესროდნენ ქვემეხებს, ავიაცია ბომბავდა და ეს ყველაფერი არის ის, რასაც გენოციდი ჰქვია. იმისთვის, რომ ადამიანები დაგვეხსნა წამებისგან, ტანჯვისგან სწორედ ამიტომ დავიწყეთ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დონბასსა და უკრაინაში.
წმინდა წერილის სიტყვები მახსენდება, არ არის იმაზე დიდი სიტყვა, ვიდრე სიყვარულია. ვხედავთ რა გმირულად იქცევიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის დროს. სიტყვები, რომელიც მე წმინდა წერილიდან მოვიყვანე, სახარებიდან, ეს ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ რელიგიის მიმდევარია“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, კრემლის ლიდერმა ყირიმის ნახევარკუნძულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმი დამამცირებელი სიტუაციიდან გამოიყვანა.
„ყირიმი იმ დამამცირებელი სიტუაციიდან უნდა გამოგვეყვანა, რომელშიც ის სხვა ქვეყნის შემადგენლობის დროს იყო. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და რის ხარჯზე. აუცილებლად განვახორციელებთ ყველა იმ გეგმას, რაც დასახული გვაქვს“, - ვლადიმერ პუტინი.
0
0