ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდნენ – ვიკა ბუკია ბათუმის ტრაგედიაზე
10/10/2021
13:27
სხვადასხვა
A-
+A
ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიაზე წერს:
„სახელმწიფოს გადაგვარების ყველაზე საზარელი ეპიზოდი : ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე საათში ზედამხედველობაში სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტაციის მოწესრიგება; ანუ გესმით, ჰო? იქ ადამიანები ნანგრევების ქვეშ იხოცებოდნენ, ითხოვდნენ შველას და სახელმწიფო იყო დაკავებული კორპუსის დოკუმენტების მოწესრიგებით, დანაშაულის ჩამორეცხვით. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს დააწიეს მოწესრიგებული დოკუმენტი და უარი კედლის გამონგრევაზე. ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდნენ. და ამ ყველაფრის შემდეგ დასკვნებიც ვერ გამოვიტანეთ სწორად. ხან დამწყებ ჟურნალისტს ეცნენ საჯიჯგნად და ხან კალას უწერენ გულებს გაუქმებული თბილისობის გამო.“
0
0
43784
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%