აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე ვადით, დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს
26/11/2024
14:03
პოლიტიკა
A-
+A
აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად, მესამე ვადით, დავით გაბაიძე აირჩია.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, დავით გაბაიძე, "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრაზე დასახელდა.
სხდომაზე კი, დავით გაბაიძის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გოგი ფუტკარაძემ, ფრაქციის სახელით წარადგინა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
დავით გაბაიძე საკანონმდებლო ორგანოს 2016-2020 და 2020-2024 წლებში ხელმძღვანელობდა.
ამ პერიოდში, უმაღლესმა საბჭომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ინსტიტუციური გაძლიერებისა და ღიაობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით.
0
0
18
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%