06/01/2023
18:15
კულტურა
7 იანვარს თბილისის ოპერის თეატრში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომის City Lights -ის მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი არიან.
მიჰყევით ოცნებებს, ჩაიფიქრეთ საშობაო სურვილები და ვინ იცის, 2023 წელს თქვენთვის ძვირფას ქალაქებში როგორი ჯადოსნური თავგადასავლები გელოდებათ.
City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს აირესი, ნიუ იორკი, თბილისი და სხვა. თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით.
საღამოს მონაწილე იქნება ქეთი მელუა მუსიკალური ვიდეო ჩართვით ლონდონიდან, აგრეთვე, სპეციალური სტუმრები – აღიარებული მუსიკოსები – მარიო სტეფანო პიეტროდარკი (აკორდეონი) და ჰერმან მეჰარი (საყვირი).
სცენარის ავტორი და რეჟისორი თეონა ჯორბენაძეა, დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024