09/08/2024
11:20
სპორტი
ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრები ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ახალი სისტემის შექმნას ცდილობენ, რომელიც მომავალი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნების ვინაობას დაადგენს. მისი დეველოპერების მიზანი ტექნოლოგიის პორტატული ვერსიის გამოყენებაა, რომლითაც მოწინავე სპორტის მეცნიერებას მსოფლიოს შორეულ მხარეებს უნდა გააცნონ.
იაპონელი 7-4 წლის ძმები ტაქტო და ტომო [იოკოჰამიდან] ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სისტემის გამოცდაში მონაწილეობენ, რომელიც პარიზის ოლიმპიურ სტადიონთან ახლოს სპეციალურად შეიქმნა. ამ სისტემამ მომავალი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნები უნდა გამოვლინოს. მონაცემები ხუთი გამოცდის შედეგიდან გროვდება, რომლებიც მოიცავს აქტივობებს, როგორიცაა სირბილი, ხტომა და მოწინააღმდეგისთვის ხელის ჩაჭიდების სიძლიერე. შემდეგ ეს ინფორმაცია მუშავდება, რათა შეფასდეს ადამიანის ძალა, ფეთქებადობა, ამტანობა, რეაგირების ტემპი და სისწრაფე. შედეგები შედარებულია პროფესიონალი და ოლიმპიური სპორტსმენების მონაცემებთან.
ოლიმპიურ სტადიონზე დაბრუნებული ტაქტო პოტენციურ სპრინტერად გამოავლინეს. ის აღფრთოვანებულია, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად უპირატესობას ფეხბურთსა და ჩოგბურთს ანიჭებს.
„ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ ხედვასა და ისტორიულ მონაცემებს, ასე რომ, საშუალო სიძლიერის ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი პროფესიონალ სპორტსმენებს შეადაროს და გაიგოს, მისი უნარები ყველაზე მეტად სპორტის რომელ კატეგორიას შეესაბამება. ყველა მონაცემი, რომლებიც მონაწილე ადამიანებისგან გროვდება, სატესტო პროცესის დასრულების შემდეგ წაიშლება. ხელოვნური ინტელექტის ეს სისტემა ბევრად უფრო პატარა, პორტატული მოწყობილობაა, რომლის დამონტაჟება შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე, პლანშეტზე ან კომპიუტერზე. ამ ტექნოლოგიას შეუძლია შეაფასოს ადამიანების უნარები მხოლოდ ვიდეოთი მიღებული მონაცემებით, სენსორული აპარატურის გარეშე.
ახლახან, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სისტემა სენეგალში შეამოწმა - 5 სოფელში 1000-ზე მეტი ბავშვის სპორტული პოტენციალი შეაფასა. სენეგალის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით და უფრო მოწინავე გამოცდების შემდგომი რაუნდის შემდეგ, სისტემამ „უზარმაზარი პოტენციალის“ მქონე 48 ბავშვი და „განსაკუთრებული პოტენციალის“ მქონე 1 ბავშვი გამოავლინა. სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს სპორტულ პროგრამებში ჩართვა შესთავაზეს, რათა გაიგონ, თუ რამდენად შეძლებენ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდება.
ახალგაზრდა ასაკში პოტენციალის გამოვლენა სპორტის „წმინდა გრაალია“. თუმცა, ძირითადი სისტემა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელს აფასებს, შეზღუდული იქნება, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ სპორტს, როგორიცაა ფეხბურთი ან კალათბურთი, ან ისეთებს, რომლებიც ფიზიკურ ამტანობას მოითხოვს“, - თქვა Intel-ის ოლიმპიური და პარაოლიმპიური პროგრამის ხელმძღვანელმა სარა ვიკერსმა.
0
0