16/08/2024
14:47
სამართალი
2024 წლის 6 თვეში მსჯავრი 9.193 ადამიანს დაედო, მათ შორის 2 115-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.
პირობითი მსჯავრი მიესაჯა 4 731-ს, ჯარიმა 1 837, განაჩენის აღსრულება გადაედო 8 პირს, 446-ს კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაევალა.
შეეხება 2024 წლის 6 თვეში მსჯავრდებულთა რიცხოვნობას დანაშაულის სახეების მიხედვით, (9 193 მსჯავრდებული)
35 – განზრახ მკვლელობა
37 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
53 – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
20 – გაუპატიურება
96 – ძარცვა
48 – ყაჩაღობა
1 409 – ქურდობა
1639 – ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
22 – ხულიგნობა
267 – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
5567 – სხვა დანაშაული
გასული 12 წლის სტატისტიკა:
2012 წელი – 10 922 მსჯავრდებული (4 406 თავისუფლების აღკვეთა, 5 305 პირობითი)
2013 წელი – 15 166 მსჯავრდებული (4 264 თავისუფლების აღკვეთა, 8 639 პირობითი)
2014 წელი – 16 776 მსჯავრდებული (5 949 თავისუფლების აღკვეთა, 7 581 პირობითი)
2015 წელი – 15 139 მსჯავრდებული (4 442 თავისუფლების აღკვეთა, 6 922 პირობითი)
2016 წელი – 15 640 მსჯავრდებული (3 828 თავისუფლების აღკვეთა, 6 730 პირობითი)
2017 წელი – 14 517 მსჯავრდებული (3 559 თავისუფლების აღკვეთა, 6 461 პირობითი)
2018 წელი – 15 846 მსჯავრდებული (3 964 თავისუფლების აღკვეთა, 7 740 პირობითი)
2019 წელი – 16 748 მსჯავრდებული (3 885 თავისუფლების აღკვეთა, 8 291 პირობითი)
2020 წელი – 12 980 მსჯავრდებული (3 336 თავისუფლების აღკვეთა, 6 556 პირობითი)
2021 წელი – 15 412 მსჯავრდებული (3 502 თავისუფლების აღკვეთა, 8 424 პირობითი)
2022 წელი – 18 850 მსჯავრდებული (4 128 თავისუფლების აღკვეთა, 9 785 პირობითი)
2023 წელი – 18 547 მსჯავრდებული (4 127 თავისუფლების აღკვეთა, 9 603 პირობითი)
2024 წლის I-II კვარტალში მსჯავრდებულთაგან 8 632 კაცია და 561 ქალი. ასაკის მიხედვით კი მსჯავრდებულთაგან 236 პირი 14-17 წლისაა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 30-49 წლის ასაკობრივ ჯგუფშია – 4 927 პირი.
რაც შეეხება ზოგადად პატიმართა რიცხოვნობას 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 9868 პატიმარია, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2019 წელი – 9 740 პატიმარი
2020 წელი – 9 143 პატიმარი
2021 წელი – 9 203 პატიმარი
2022 წელი – 9 542 პატიმარი
2023 წელი – 9 868 პატიმარი
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024