20/11/2024
17:23
სამართალი
სასამართლომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრი დამნაშავედ ცნო. დავით კირთაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დაჯარიმდა.
სარჩელი მოსამართლემ დაჩქარებულ ვადაში განიხილა.
"სასამართლო სხდომაზცე ცესკოს სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევა, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა ის, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი ქმედების სამართალია და კონკრეტული ქმედება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული სასამართლოს წინაშე. სასამართლოს უწყებრივად განსახილველი საკითხი არ იყო, ვინაიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს გარეშე, ცესკო თავად იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმის სასამართლოში წარმოდგენა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლსოდ აედასტურებინა კირთაძს ქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, ვინაიდან სამომავლოდ ცესკომ დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის სასამართლოზე წარმოება," - განაცხადა ადვოკატმა TV პირველთან.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, 16 ნოემბერს, დავით კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც სხდომა გარკვეული დროით შეჩერდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით, იმავე დღეს დაიწყო.
0
0